понедельник, 2 марта 2009 г.

”98-ე სკოლიდან დიუმას სახ. კულტურის ცენტრამდე”. GEARN-ის ქართული პროექტის ”ტურისტული გზამკვლევის” მიხედვით.


მოგესალმებით ყველას!

ჩვენ გახლავართ 98-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები. ძალიან მოგვეწონა ტურისტული გზამკვლევის შექმნის იდეა და გადავწყვიტეთ განვახორციელოთ იგი.
ჰიპოთეზა: 98-ე სკოლიდან დიუმას სახ. კულტურის ცენტრამდე მდებარეობს ბევრი ისტორიული ძეგლი.
კვლევა:
1. რომელი ისტორიული ძეგლებია;
2. სად მდებარეობენ ეს ძეგლები;
3. მათი მოკლე აღწერა.
შედეგები:
1. რუქის შექმნა;
2. ბუკლეტის დამზადება.
თბილისი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიცხვს ეკუთვნის. მისი ისტორია მეტად ვრცელია, რთულია და მდიდარია. ჩვენი სკოლა მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში - ავლაბარში. ავლაბართან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა ამ უბანს წარმოგვიდგენს, როგორც მრავალფეროვან სახელოსნო უბანს. ავლაბარი მდიდარია მიწისზედა ხუროთ მოძღვრული ძეგლებით. აქ მდგარი სომხურ-გრიგორიანული ”ეჩმიაძინის სურბ-გევორქის” ეკლესია მოქმედია, რომელიც XVIII ს-ის დასასრულსაა აგებული სომხეთის ეჩმიაძინიდან ჩამოსახლებული სომხების მიერ. მის წინ დგას სასომხეთიდან ჩამოტანილი მემორიალი, მიძღვნილი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი.

ქართული ეკლესიებიდან ძველ ავლაბარში დღესაც დგას ერეკლე II მეუღლის, დარეჯან დედოფლის მიერ XVIII ს-ის 70 წლებში აგებული კარის ეკლესია. მას ძველი თბილისის არქიტექტირული ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ადგილი აქვს ფერისცვალების ტაძარს. იგი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს საოცარი მოხდენილობით ამშვენებს. ფერისცვალების ტაძარი ბაზილიკური სტილის ნაგებობაა. ტაძრის ფრესკები ბერძნულია, ისინი ნაწილობრივ დაზიანებულია, შემორჩენილია ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული გამოსახულებები. მხატვრული გადაწყვეტით იგი რენესანსის პერიოდისაა.
2002 წ. საქართველოს კატალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით გაიხსნა დაქვემდებარებაში მყოფი მოწყალების სახლი. ახლა აქ არის დედათა მონასტერი.
შემდეგ დავყვებით ღვინის აღმართს და აღმოვჩნდებით რიყეზე. შეხედეთ რა სილამაზეა:
მივყვებით გზას და აი - მეტეხიც, რომელიც არის ძველი თბილისის უმნიშვნელოვანესი ციხე-სიმაგრე. იგი იყო თბილისის მშვენება მაღალ ბექობზე ნაგები და ქალაქის ყველა მხრიდან მოჩანდა. ძლევამოსილი მეფის ქანდაკება, მეტეხის პლატოდან რომ გადაჰყურებს ძველ თბილისს, თითქოს აცოცხლებს იმ სევდანარევ მოგონებებს, როცა დაჭრილ ხოხობსა და მას ადევნებულ შევარდენს გოგირდოვან ცხელ წყლებში დაულევიათ სული. მართლაც ”ტფილისმა” სახელი თბილი წყაროებიდან მიიღო და ეს სიმბოლურიც იყო.
დაჰყურებთ თბილისს და პირველადვე თვალში გეცემათ ვერცხლის ქამრად ქალაქის წელზე შემორტყმული მდინარე. ეს მტკვარია, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან შემოდის ქალაქში და მას ორ ნაწილად ყოფს.

ვკვეთთ ხიდს. გადავდივართ მტკვრის მეორე მხარეს და მივყვებით ლესელიძის ქუჩას.
ო, როგორ მოგვენატრა ზაფხული და ნაყინი!

გავდივართ თავისუფლების მოედანზე, რომლის ცენტრში აღემართება 44 მ თავისუფლების მონუმენტი: წმინდა გიორგის ქანდაკება. ამ მოედანს დაახლოებით ორი საუკუნის ისტორია აქვს. ადგილი, სადაც ლესელიძის ქ. ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე - ”კოჯრის კარი” იყო.
XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანის ცნობით დღევანდელი მოედნის ჩრდილოეთ მხარეზე დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხელოვნების მუზეუმია XYII ს. მეფის ქარვასლა მდგარა, რომელიც თურქებმა დაანგრიეს 1724 წ. შემოსევისას. მე-XIX ს. ბოლოს ამ ადგილას ზუბალაშვილის სასტუმრო ”ერევანსკი” იდგა.
მოედნის მოპირდაპირე მხარეს ერთ-ორ სართულიანი
თბილისისთვის დამახასიათებელი შეკიდული აივნებით სახლები აშენდა. ერთ ასეთ სახლში, 1829 წ. ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. 1890 წ. ქართული საზოგადოების შეწირულობის ხარჯზე მოქანდაკე რ.ხუდოროვიჩმა დადგა ა.პუშკინის ბრინჯაოს ბიუსტი. ამ ადგილს მე-XX ს. პუშკინის სკვერს უწოდებდნენ.
საუკუნეების განმავლობაში მოედანმა არაერთი სახელი გამოიცვალა.
ქრონოლოგია:
  • 1829 წ. ”პასკევიჩ-ერევანსკი” დაარქვეს, შემოკლებით ”ერევანსკი”.
  • 1851 წ. ”თეატრალურს” უწოდებდნენ,
  • 1918 წ. ”თავისუფლების მოედანს”.
  • საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯერ ”ზაკფედერაციის” და მერე ”ლენინის მოედანი” ეწოდება.
  • ძალიან მოკლე პერიოდი ”ბერიის მოედნის” სახელს ატარებდა”.
  • 1991 წ. ”თავისუფლების მოედნის” სახელი დაუბრუნდა.
თითქმის მიუახლოვდით დიუმას სახ. კულტურის ცენტრს. მივყვებით გუდიაშვილის ქუჩას. მარჯვენა მხარეს ამშვენებს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახ. ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა 1846 წ., როგორც ”ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა”.
მოპირდაპირე მხარეს კი საქართველოს ეროვნული მუზეუმია, რომლის შენობაში განლაგებულია ზემოთ აღნიშნული დიუმას სახ. კულტურის ცენტრი, მისი ჯგუფი ძალიან საინტერესო და საჭირო საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი ჯგუფი დიუმას ცენტრში. ფრანგული ფილმის სანახავად
მედიათეკაში მოვედით. ბევრ საინტერსო ფილმს ვნახავთ ახლო მომავალშიც.



აქ გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.